„წისქვილკომბინატები არ მუშაობს, ხორბალი არ შემოდის“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ. როგორი იქნება პურის ფასი ამისი თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია“ – – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ გააკეთა.

როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, საქართველოში ხორბლის მარაგი არ არსებობს, არც შემოდის და მხოლოდ ფქვილის იმპორტი ხორციელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი არსებობდეს. ეს არის  გაეროს რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში 2-თვიანი მინიმალური მარაგი უნდა არსებობდეს. დღეს საქართველოში წისქვილკომბინატები არ მუშაობს. ხორბალი თითქმის არ შემოდის. ის, რომ იმპორტირებული ფქვილი 3-4 ლარით იაფად შემოდის, ბაზარს პურის გაძვირებისგან არ იცავს. შესაბამისად, ჩვენ მთავრობას რამდენჯერმე მივმართეთ საბაჟო მოსაკრებელთან დაკავშირებით, რომ კონკურენციის პირობები იყოს დაცული“ – აღნიშნა სილაგავამმედიაცენტრ მთავარში.

საუბარია იმაზე, რომ ხორბალზე საბაჟო გადასახადი 20-დამ 142 დოლარამდე  გაიზარდა, ფქვილზე კი გადასახადი 0-ია.

„დღესაც მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ იმპორტზე თანხები გავათანაბროთ და იმპორტირებულ ფქვილს გარკვეული გადასახადი დავუწესოთ. მთავრობისგან გაიჟღერა, რომ ეს ფაქტობრივად, ფქვილს, პურს გააძვირებს და მოსახლეობისათვის რისკია. თუმცა ჩვენ ვთავაზობთ ფორმულას, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი დაწესდება და ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდება, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ იმ რაოდენობის ფქვილს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ე.წ. სოციალური პური არ გაძვირდეს, პურის მწარმოებლებს ფიქსირებულ ფასად მივაწვდით. აქ ლაპარაკია იმ სეგმენტის პურზე, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა – ე.წ. აგურის პური. ეს იქნება ის სეგმენტი, სადაც ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში პური არ გაძვირდება“ – განაცხადა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები