,,შეწყდეს სანქციების დაწესების პროცესი“- უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

„საბოლოოდ ევროპა ამ ომის დამარცხებულ მხარეს აღმოჩნდება ეკონომიკური პრობლემების გამო. ჩვენი რეკომენდაციაა, შეწყდეს სანქციების დაწესების პროცესი“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მრჩეველმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა მოლაპარაკებები, სამშვიდობო შეთანხმება და დიპლომატია.

„ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც გავაცნობიერეთ, რომ სტრატეგია, რომელსაც 4 თვეა, მივყვებით, და ზოგიერთ წარმატებას მივაღწიეთ, უცვლელად გაგრძელდება, გონივრული მოსაზრების მიხედვით, ცუდად დასრულდება ევროპისთვის. ამიტომ უნდა ვიფიქროთ რამე სხვაზე. მოლაპარაკებები, სამშვიდობო შეთანხმება, დიპლომატია. ესაა ჩვენი გამოსავალი“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა.

მსგავსი თემები