,,საქართველო ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე არასდროს თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე არასდროს თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე.

„ბევრი მადლობა ევროკავშირის საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის! მაშინ, როდესაც მეტი საქმეა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე არასდროს თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. ვულოცავ ყველა მოქალაქეს ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას!“,- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები