,,ივანიშვილს და რუსეთს არ მოვაპარინებთ ჩვენი მრავალი თაობის ოცნებას”- სალომე სამადაშვილი

,,ექვს თვეში თუ ვაჩვენებთ, რომ ივანიშვილის პრივატიზირებული არაა ჩვენი სახელმწიფო, შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი,”- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” წერს.

სამადაშვილი პოსტის მეშვეობით, საზოგადოებას უხსნის, თუ რა განსხვავებაა უკრაინის და მოლდოვის „კანდიდატობას“ და ჩვენს „პერსპექტივას“ შორის.

„მარტივად და გასაგებად ავხსნი, რა განსხვავებაა უკრაინის და მოლდოვის „კანდიდატობას“ და ჩვენს „პერსპექტივას“ შორის.

ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი-ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემხედეს და „პერსპექტიული გოგონააო“ თქვეს. მიმიღეს მოსამზადებელ კურსზე-შეგხედავთ, წლის ბოლოს გამოცდას ჩააბარებ და მერე გეტყვით, გამოვა შენგან ბალერინა თუ ვერო. ერთ წლიანი დაკვირვების შემდეგ კი, გადაწყვიტეს, რომ ჩემგან ბალერინა ვერ დადგებოდა.

ასე დასრულდა ჩემი ბავშვობის ოცნება.

უკრაინას და მოლდოვას გუშინ უკვე უთხრეს, რომ მათგან ბალერინა გამოვა. პირობების შესრულების შემდეგ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ჩვენ გვითხრეს, რომ „პერსპექტივა“ გვაქვს. ექვს თვეში თუ ვაჩვენებთ, რომ ივანიშვილის პრივატიზირებული არაა ჩვენი სახელმწიფო, შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ჩვენთან არ იწყებენ.

ივანიშვილს და რუსეთს არ მოვაპარინებთ ჩვენი მრავალი თაობის ოცნებას.

P.S. ვისაც რუსეთის და ოცნების პროპაგანდის სჯერა, რომ ომში ჩართვას ითხოვდა ვინმე – მოლდოვაში არაა ომი, ნუ გამოაშტერებინებთ თავს ცრუპენტელების მთავრობას“, – წერს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი თემები