,,ბრძოლის ველზე სასწრაფოდ საჭიროა პარიტეტი, რომ გავაჩეროთ ეს ეშმაკისეული არმადა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსი ოკუპანტების მიზანი, მარიუპოლის მსგავსად, სხვა უკრაინული ქალაქების განადგურებაა.

„დამპყრობლებმა ნიკოლაევში შვიდი რაკეტა ჩამოაგდეს. საბედნიეროდ, დაღუპულები არ არიან, ხუთი ადამიანი დაშავებულია. დარტყმები განხორციელდა ხარკოვის ოლქში. არის მსხვერპლი. ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის და სუმ-ის ოლქების საზღვრებს. დონბასში გრძელდება მასიური საავიაციო და საარტილერიო დარტყმები. დამპყრობლების მიზანი ამ მიმართულებით უცვლელია – მათ ნაბიჯ-ნაბიჯ სურთ მთელი დონბასის განადგურება. ლისიჩანსკის, სლავიანსკის, კრამატორსკის – ნებისმიერი ქალაქი მათ უნდათ, რომ აქციონ ისეთად, როგორიც მარიუპოლია. მთლიანად განადგურებულად. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებას. ბრძოლის ველზე სასწრაფოდ საჭიროა პარიტეტი, რომ გავაჩეროთ ეს ეშმაკისეული არმადა და გავწიოთ ის უკრაინის საზღვრებს მიღმა“, – განაცხადა ზელენსკიმ,

მსგავსი თემები