,,უკრაინის წინააღმდეგ ომი საქართველოში შეჭრით დაიწყო, მეორე ნაბიჯი იყო ყირიმის ანექსია და ახლა მესამე ნაბიჯი გადადგა”- ოტმან კარასი

,,უკრაინის წინააღმდეგ ომი საქართველოში შეჭრით დაიწყო, მეორე ნაბიჯი იყო ყირიმის ანექსია და ახლა მესამე ნაბიჯი გადადგა, ჩვენ ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ,” – ამის შესახებ ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი არის საზოგადოება, რომელიც მუშაობს მშვიდობისთვის, უკეთესი მსოფლიოსთვის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის.

„საქართველოს ძალიან რთული პერიოდი და სიტუაცია აქვს. მე ვიყავი საქართველოში, რუსეთის შეჭრიდან ერთ კვირაში. მე ვიცი საქართველოს პრობლემები. უკრაინის წინააღმდეგ ომი საქართველოში შეჭრით დაიწყო, მეორე ნაბიჯი იყო ყირიმის ანექსია და ახლა მესამე ნაბიჯი გადადგა, ჩვენ ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. სწორედ ეს არის ჩვენი გამოწვევა. ამიტომ უნდა დავინახოთ, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ბელარუსისთვისმოლდოვასთვის, საქართველოსა და ევროპის სხვა რეგიონებისთვის“, – განაცხადა ოტმარ კარასმა.

მსგავსი თემები