„როგორ ბედავთ, რომ ახსენებთ ბატონო ივანიშვილის გვარს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

“საერთოდ, როგორ ბედავთ, როგორ ახსენებთ ბატონი ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე; ივანიშვილმა მოიტანა სწორედ ასოცირების შეთანხმებაც და მისმა გუნდმა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა“ – ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

პრემიერის თქმით, ივანიშვილმა მოიტანა სწორედ ასოცირების შეთანხმებაც და მისმა გუნდმა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა.

„ბატონო გიორგი, რა გნებავთ მაინც ვერ გავიგეთ, რას ითხოვთ. დეოლიგარქიზაციაზე საუბრობთ. თქვენ კარგად იცით, მშვენივრად იცით ყველაფერი, მით უმეტეს, რომ ეს არის ტყუილი. თქვენ ახსენებთ ადამიანის გვარს, ბატონ ივანიშვილს ახსენებთ და საერთოდ, როგორ ბედავთ, როგორ ახსენებთ ბატონი ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე. რა კონტექსტში ახსენებთ საერთოდ, როგორ ბედავთ, რომ საერთოდ ამ ადამიანის გვაქვს ახსენებთ ისე, რომ არავითარი არგუმენტი არ მოგაქვთ, რომ ეს ადამიანი, თქვენი სიტყვებით, თურმე ყოფილა მთავარი პრობლემა ევროპის. ეს არის თქვენი და ნაცების მომზადებული დასკვნა, დასკვნა კი არა, ეს არის მომზადებული უსამართლო რეზოლუცია, რომელიც თქვენი მომზადებულია, თქვენი მოსყიდული ლობისტების“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან ვაშაძეს სააკაშვილის დაქირავებული უწოდა.

„არ ხართ ცალკე პარტია, ხართ სააკაშვილის დაქირავებული პარტია და პასუხი გაეცით ხალხს. რა დეოლიგარქიზაციაზე საუბრობთ, თქვენგან არ მომისნენია არც ერთი კრიტიკა. თქვენ თუ ამბობთ, რომ ხართ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი და ჯანსაღი ახალი პარტია, გამოდით, გააკრიტიკეთ კეზერაშვილის კორუფციული, ოლიგარქიული ქმედებები. რატომ არ გამოდიხართ არასდროს და არ აკრიტიკებთ. თქვენ თუ ხართ სიმართლის მხარეს, გაბედეთ, ისაუბრეთ სიმართლე. ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებეთ. ივანიშვილმა მოიტანა სწორედ ასოცირების შეთანხმებაც და მისმა გუნდმა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები