,,წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ნატო უბრალოდ უგულვებელყოფდა რუსეთის აგრესიას?”- ჯო ბაიდენი

,,ჩვენ გვქონდა არჩევანი, არაფერი გაგვეკეთებინა და ეს უარესი იყო. პუტინი რომ შესულიყო უკრაინაში, დაეკავებინა უკრაინა, და ბელარუსი, ეს იქნებოდა საფრთხე ნატო-სთვის და ყველაფერი იქნებოდა გაცილებით ცუდად“- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, ყოველთვის ითვალისწინებს ქვეყნის ინტერესებს.

„მე მკაფიოდ ვთქვი, რომ უკრაინის დახმარება, ნატო-ს ორგანიზება უკრაინის დასახმარებლად – ყველაფერ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ეს ყველაფერი უსასყიდლოდ არ მოხდება. მე ვხელმძღვანელობ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ნატო, რომელიც გახლავთ უძლიერესი ალიანსი, უბრალოდ უგულვებელყოფდა რუსეთის აგრესიას, როდესაც 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარს კვეთს, რათა მოახდინოს ოკუპაცია და ამოძირკვოს მთელი ერის კულტურა. რა მოხდებოდა შემდეგ? რა უნდა გვექნა შემდეგ?“ – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი თემები