დეკანოზი პრეზიდენტის განცხადების პათოსით გაკვირვებულია

 

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ მიუძღვნა, ეს რომ დეკონოზმა წაიკითხა პრეზიდენტს „პოსტზე“ „პოსტით“ უპასუხა.

ამბავი კი შემდეგია: პრეზიდენტი განაწყენდა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით. რომ პრეზიდენტს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა ეს არ გამოვიდა. პრეზიდენტმა დეკანოზი პირადი შეხვედრის სურვილის გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა და რჩევა მისცა. ამჯერად კი პრეზიდენტს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასე უპასუხა.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული. მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულოვანებისა არ ყოფილა.

პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ. დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი:

– დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი“, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ პატრიარქთან პირადი შეხვედრა სურდა და საპატრიარქოს აღნიშნული არ უნდა გაესაჯაროებინა

მსგავსი თემები