,,მათ რაღაც ძალადობრივი პროცესები აქვთ გეგმაში”- გურამ მაჭარაშვილი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებზე

უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, ძალადობრივი პროცესები აქვთ გეგმაში. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს 16 ივნისს აქციის დაანონსებით სწორედ ამ მუხტის ჩახშობა სურს.

,,ის, რომ 20 ივნისის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მუხტის ჩახშობა უნდა პრეზიდენტს უკვე ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მათ რაღაც ძალადობრივი პროცესები აქვთ გეგმაში, იმიტომ, რომ თუ მშვიდობიანი აქცია უნდათ 20 ივნისსაც და საკითხი იგივეა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაშინ მე ვერ ვხვდები იმას რატომ უნდა ჰქონდეთ პრობლემა 16 ივნისს გაიმართება ეს 20-ში თუ 16-შიც და 20-შიც. პარტიის პოზიციას ხელმძღვანელობა მოგახსენებთ, იქნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და პირადი პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება ასეთი ტიპის აქცია, სჯობს რომ იყოს ორგანიზებული და ძალიან კარგად გაანალიზებული”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები