,,აქციას რომ აორგანიზებ, უნდა გქონდეს გარანტია, რომ შეიკრიბება მინიმუმ 100 ათასი ადამიანი”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართავს ეხმაურება, რომელმაც საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა.

კობახიძის განმარტებით, უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს კონსულტაციები მმართველ პარტიასთან გაევლო.

,,ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება, არის ისეთი თემა, სადაც აქციას რომ აორგანიზებ, უნდა გქონდეს გარანტია რომ შეიკრიბება მინიმუმ 100 ათასი ადამიანი და როცა ამას ორი დღით ადრე აკეთებ, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ამის გარანტია ბუნებრივია ვერ გექნება, წარუმატებელი აქცია, რა თქმა უნდა იქნება კონტრპროდუქტიული – შედეგის მიღწევის თვალსაზრისით.

კარგი იქნებოდა მას წინასწარ გაევლო კონსულტაციები მმართველ პარტიასთან – ეს არ მოხდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე გვექნება მსჯელობა, წარუმატებელ აქციაში მონაწილეობა ჩვენთვის იქნება მიუღებელი, თუმცა ვნახოთ, ვიმსჯელებთ ყველაფერთან დაკავშირებით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები