,,პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა გააცნობიერა თავისი შეცდომა და შეცვალა საკუთარი გზავნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება.

„პირველ რიგში, მე მოხარული ვარ, რომ მან შეცვალა საკუთარი რამდენიმე დღის წინანდელი გზავნილი , მაშინ გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარალელი გაავლო პრაქტიკულად ერთ სიბრტყეში დააყენა სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი, რაც იყო ძალიან უხეში გადაცდომა და ძალიან დიდი უმადურობის გამოხატულება. დღეს მან ეს გზავნილი შეცვალა რაც ძალიან კარგია და ამისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. კარგია, რომ პრეზიდენტმა გააცნობიერა ამ პირველი გზავნილის მცდარობა. პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება, ეს გააცნობიერა პრეზიდენტმა, შეცვალა საკუთარი გზავნილი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები