„არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი”- იენს სტოლტენბერგი

„არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ დახმარება დიდი ხნით გავუწიოთ“,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგი თქმით, ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას და გადასცემს  საჭირო  საბრძოლო მასალას.

„ეს არის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რამშტეინის ბაზაზე დაარსდა. ეს ჯგუფი რეგულარულად იკრიბება ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი უკრაინისთვის. ისინი მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულები, რომ შეძლონ რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები