ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტისს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის.

„რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია. რუსეთის ფედერაცია თუ მზადაა ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ“, – აღნიშნავს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები