„ჰაკერული ჯგუფები საქართველოდან ახორციელებენ კიბერშეტევებს რუსეთის ფედერაციის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე”- ანდრეი კრუტსკი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეი კრუტსკის განცხადებით,  ამერიკელი, უკრაინელი, პოლონელი და ქართველი ჰაკერები რუსეთის წინააღმდეგ, არალეგალურ ოპერაციებს ახორციელებენ.

„ჰაკერული ჯგუფები შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ახორციელებენ კიბერშეტევებს რუსეთის ფედერაციის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე. სულ 22 ჰაკერული ჯგუფია ჩართული რუსეთის წინააღმდეგ არალეგალურ ოპერაციებში, მათგან ყველაზე აქტიურია უკრაინის IT -არმია უკრაინა, GhostClan აშშ, GNG საქართველო, Squad303 პოლონეთი“,- განაცხადა ანდრეი კრუტსკიმ.

მსგავსი თემები