,,თანდათან წინ მივიწევთ ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ არმიას გარკვეული პოზიტივი აქვს ზაპოროჟიეს ოლქსა და ხარკოვში.

„ფრონტზე სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის სხვა ქალაქები წარმოადგენენ ოკუპანტების მთავარ სამიზნეს, ჯერ დგანან. გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლა ხერხდება. თანდათან წინ მივიწევთ  ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. თავდაცვას ვინარჩუნებთ მიკოლაევის მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა წყალობითაც ეს შესაძლებელი გახდა, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ გაუძლო ფართომასშტაბიანი ომის 106 დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები