,,კრიტიკა რაც აქვთ, არ არის სამართლიანი ბევრი რამ, მაგრამ მზად ვართ განვიხილოთ დეტალებში”- გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში და ევროკავშირში კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ხათრით არავინ მიანიჭებს საქართველოს.

,,ამ განცხადებებში მე ეს დავინახე, რომ არ გახდება ეს ამის საფუძველი. ევროპარლამენტში და ევროკავშირში კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ხათრით არავინ მოგვანიჭებს. სად სად და ევროპარლამენტში ის არ უნდა ეშლებოდეს არავის, რომ ხალხმა აირჩიოს ის, ვინც მას უნდა, სწორედ არის ის, რის გამოც გაერთიანებულია ევროკავშირი. როცა ვსაუბრობთ, რომ ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, პატივი უნდა ვცეთ ყველამ, მათ შორის, ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხის უმრავლესობის არაერთგზის მიღებულ გადაწყვეტილებებს აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, ვინც მას უნდა.

თუ ევროპა თვლის, რომ ქვეყანაში ოლიგარქიაა, რუსული ძალა მართავს ქვეყანას, ქვეყანა იქცევა, ამ განცხადებების კონტექსტი არ იქნებოდა ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. კრიტიკა რაც აქვთ, არ არის სამართლიანი ბევრი რამ, მაგრამ მზად ვართ განვიხილოთ დეტალებში. თუმცა, გასაგებია, რატომ ამბობენ, აქედან დაბოღმილი პოლიტიკოსების თუ ლობისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კეთდება ეს, მაგრამ თვითონაც რომ არ სჯერათ ამის, ამაზე მეტყველებს მათივე განცხადებები, რომ ამის მიუხედავად კანდიდატის სტატუსი უნდა მივანიჭოთ,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები