,,ჩვენი დონეცკი ძლიერი და განვითარებული ქალაქი იყო, თუმცა შემდეგ რუსეთი მოვიდა და ახლა ეს ქალაქი-მოჩვენებაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, სევეროდონეცკი დონბასში წინააღმდეგობის ეპიცენტრად რჩება და უკრაინა აგრძელებს პოზიციების დაცვას.

,,სევეროდონეცკი დონბასში წინააღმდეგობის ეპიცენტრად რჩება. ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს ვაყენებთ. ეს ძალიან სასტიკი ბრძოლაა. ერთ-ერთი ყველაზე რთული მთელი ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ თითოეულის, ვინც იბრძვის ამ მიმართულებით. მრავალმხრივ, ზუსტად იქ წყდება ახლა ჩვენი დონბასის ბედი. 10 წლის წინ ჩვენი დონეცკი ძლიერი და განვითარებული ქალაქი იყო, თუმცა შემდეგ რუსეთი მოვიდა და ახლა ეს ქალაქი-მოჩვენებაა, რომელმაც დაკარგა უმეტესობა ადამიანების, ათასობით სიცოცხლე და აბსოლუტურად ყველა პერსპექტივა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები