,,დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ საჭიროა ცვლილებები, სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში.

,,ისეთი მიუღებელი ქმედება, როგორიცაა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვა, მათ მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის.

ჩვენ ახლა ვითხოვთ ცვლილებას, სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში. დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

მსგავსი თემები