,,შვედეთი განაგრძობს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას”- ულრიკ ტიდესტრომი

საქართველოში შვედეთის ელჩის  ულრიკ ტიდესტროს განცხადებით, შვედეთი განაგრძობს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას. მისივე თქმით, საქართველოში საკმაოდ ფართო შეთანხმება არსებობს, რომ მართლმსაჯულების გასაძლიერებლად და ნდობისთვის მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.

„საკმაოდ მოკლე ვადაში ჩვენ ველოდებით ევროკომისიის მოსაზრებას, შემდეგ კი ევროკავშირის წევრებს შორის დისკუსიებს. არ მინდა სპეკულირება ან ნაადრევი კომენტარების გაკეთება ევროკომისიის მომავალ დასკვნასთან და არც ევროკავშირის წევრებს შორის დისკუსიებთან დაკავშირებით. რასაც დღეს ხაზგასმით აღვნიშნავ, სამი საკითხია. პირველი, ევროპული ინტეგრაცია ეს ხანგრძლივი ამბავია. მეორე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ ხანგრძლივი პროცესის დროს და როგორც მეგობარი, ჩემი რჩევა იქნება, ძლიერი ეროვნული ერთიანობა, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის ჩვენი საერთო ღირებულებები. ეს ღირებულებები ევროკავშირის ფუნდამენტია. ეს არის საფუძველი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და მესამე. შვედეთი განაგრძობს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას.

მე მხოლოდ ჩემი და ჩემი საელჩოს სახელით შემიძლია საუბარი, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მართლმსაჯულებაში მიმდინარე მოვლენებს. ვფიქრობ, საქართველოში საკმაოდ ფართო შეთანხმება არსებობს, რომ მართლმსაჯულების გასაძლიერებლად და ნდობისთვის მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. მრავალი რეფორმა განხორციელდა და ამისთვის არსებობს კარგი გზამკვლევი ასოცირების შეთანხმებაში, ასოცირების დღის წესრიგში, 19 აპრილის შეთანხმებაში, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში, ვენეციის კომისიაში. როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ საქმეებს, კომენტარს არ გავაკეთებ ინდივიდუალურ საქმეებზე. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ. ვინიშნავთ გაკეთებულ შეფასებებს“, – განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა.

მსგავსი თემები