,,შეიძლება პრეზიდენტს სხვა შეხედულება ჰქონდეს, ხოლო მმართველ პარტიას – სრულიად სხვა”- დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებს, რომლის თქმითაც ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურად დროული არ იყო. სერგეენკოს თქმით, სავსებით მისაღებია პრეზიდენტს  მმართველი პარტიისგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს.

,,მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და სასამართლოს გადაწყვეტილებები ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებასთან არ უნდა სინქრონიზირდებოდეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არ არის. მან კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა იყარა და არანაირი ვალდებულება არ არის, რომ პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის აბსოლუტური სინქრონი იყოს – პოლიტიკური პროცესია, შეიძლება პრეზიდენტს სხვა შეხედულება ჰქონდეს, ხოლო მმართველ პარტიას – სრულიად სხვა. ამის გადაჭრის გზა არის კომუნიკაცია და პოლიტიკური კონსულტაცია“,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები