,,რუსული “სპეცოპერაცია” ჩვენ უკვე დავამარცხეთ, ომში გამარჯვება კი ჯერ წინ არის”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის ომში გამარჯვებას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება.  არესტოვიჩის ცნობით, უკრაინამ დაამარცხა რუსული ,,სპეცოპერაცია”, თუმცა ომში გამარჯვება წინ არის.

,,მინდა, გაიგოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რუსული “სპეცოპერაცია” ჩვენ უკვე დავამარცხეთ, ომში გამარჯვება კი ჯერ წინ არის. ის ხანგრძლივი იქნება, მინიმუმ რამდენიმე თვე. საქმე აღარ ეხება, ვინ უფრო მეტ თვითმფრინავს ჩამოაგდებს ან ვინ გაანადგურებს საჰაერო დესანტს. საქმე ეხება, ვინ გაიმარჯვებს დიპლომატიურ მოედნებზე, სასანქციო მოედნებზე, ვინ გაიმარჯვებს საინფორმაციო დაპირისპირებაში და ა.შ. რუსული შესაძლებლობები ჯერ კიდევ აღემატება ჩვენსას ფინანსური თვალსაზრისით და ასე შემდეგ”, – აცხადებს არესტოვიჩი.

მსგავსი თემები