უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა, რუსი ოკუპანტების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 4-დან 16 წლამდე ხუთი ბავშვის იდენტიფიცირება მოახდინეს.
,,დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. 4-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი გამოვლინდა ამ კატეგორიის ომის დანაშაულის მსხვერპლად. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია, ვიდრე მე უკვე აღვნიშნე,”- აღნიშნა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.