ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ დანიშვნის პროცესი შეჩერდა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ბრძანებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ დანიშვნის პროცესი შეჩერდა.  გაგლოევმა შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.

„განკარგულების“ მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი სრულად უჭერს მხარს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მომდევნო ინტეგრაციის ინიციატივას“, თუმცა გასცემს „განკარგულებას“, დაუყოვნებლივ გაიმართოს კონსულტაციები მოსკოვთან მომდევნო ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსის შესახებ.

განკარგულებაში გაგლოევი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ცალმხრივი გადაწყვეტა პრობლემების, რომლებიც ეხება რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

​რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში 17 ივლისს იყო დანიშნული.

მსგავსი თემები