დაჭრილი 15 წლის მოზარდი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება

არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი 15 წლის მოზარდი, ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა სტაბილური.

მოზარდს  ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდისა და მუცლის არეში. დაზიანებების სიმძიმის გამო, მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი, გუშინ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ავტოფარეხში მოხდა. დაპირისპირებაში 20 – მდე არასრულწლოვანი მონაწილებდა, ერთი მოზარდი კი დაიჭრა.

მსგავსი თემები