ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა

ბორჯომში  ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა,- აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, მაღალი სიჩქარით მომავალი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული.

სამივე დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის ერთ-ერთ  კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები