,,მტერი წინსვლისთვის, ჩვენ კი თავდაცვისთვის ვემზადებით” – დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის მეთაურის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დამტკიცდა.

,,ლოგიკა იგივეა. სამართალდამცავ სტრუქტურებს, ამ ეტაპზე, არა პოლიტიკოსები, არამედ სამართალდამცველები უნდა ხელმძღვანელობდნენ. მტერი წინსვლისთვის, ჩვენ კი თავდაცვისა და საკუთრი თავის დასაბრუნებლად ვემზადებით”, – წერს არახამია.

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსი კირილ ბუდანოვი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი კი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი გახდება.

 

მსგავსი თემები