რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის ინფორმაციით, რუსეთი, ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს.

Gasum-ის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ რუსეთი ფინეთს, ბუნებრივი აირის იმპორტს შაბათს, 2022 წლის 21 მაისს 07:00 საათიდან შეუწყვეტს.

„პარასკევს, 20 მაისს, Gazprom Export-მა Gasum-ს აცნობა, რომ ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება 2022 წლის 21 მაისს, შაბათს, 07:00 საათზე. ხვალიდან, ზაფხულის სეზონისთვის, Gasum-ი თავის აბონენტებს ბუნებრივ გაზს სხვა წყაროებიდან Balticconnector-ის მილსადენით მიაწოდებს. Gasum-ის გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება “, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები