რუსეთის აგრესიას უკრაინაში 229 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 229 ბავშვი დაიღუპა, 424-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 141, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 100, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 48, ლუგანსკის ოლქში – 47, მიკოლაევის ოლქში – 44, , ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15.

ოკუპანტების  მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 772 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 161 მთლიანად განადგურებულია.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები