,,აზოვსტალიდან” ევაკუირებული ჯარისკაცები ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლის ,,აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუირებული ჯარისკაცები , რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ოლენივკაში, ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

50-მდე მძიმედ დაშავებული სამხედრო გუშინ ღამით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 200-ზე მეტი ჯარისკაცი ოლენივკაში, დონეცკის მახლობლად.

შეგახსენებთ, უკრაინა აზოვსტალიდან ევაკუირებულ სამხედროებს რუს ტყვეებში გაცვლის, თუმცა კრემლი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გარანტიები გასცა რუსულმა მხარემ ევაკუირებულთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები