საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ეს უკვე კოვიდ19-ით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

საუბარია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 86 წლის ქალზე, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

რამდენიმე დღის წინ, კოვიდინფექციით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.

მსგავსი თემები