,,გარნიზონი ადგილზეა იარაღით ხელში”- „აზოვის“ ლეგიონის დამფუძნებელი

„აზოვის“ ლეგიონის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი, ანდრეი ბილეცკი განცახებას ავრცელებს. მისი თქმით, „აზოვსტალის“ დამცველებთან კავშირი აქვს და ითხოვს, პოლკის ევაკუაციის ყოველი დეტალის გასაჯაროება არ მოხდეს.

ამასთან, ბილეცკიმ საზოგადოებას მოუწოდა, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

„82 დღე ისინი წარმოუდგენელ პირობებში იბრძოდნენ. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს, სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის – საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვის პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უსიტყვოდ შევა სამხედრო სახელმძღვანელოების ისტორიაში. ახლა მთავარი ამოცანა ამ ადამიანების გადარჩენაა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია: არ ვავნოთ ჩვენი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას. ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება „აზოვსტალში“, ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს, მთელ მსოფლიოს გაუზიაროს – დაიტოვეთ ისინი თქვენთვის. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი. ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირზეა. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ანდრეი ბილეცკიმ.

მსგავსი თემები