„პუტინი ფიქრობდა რომ გაანადგურებდა უკრაინას და დაყოფდა ნატო-ს, მაგრამ პირიქით მიიღო“ – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით,  პუტინს ჩანაფიქრი არ გამოუვიდა. პირიქით, უკრაინის მხარდაჭერა და ნატოს გაძლიერება მიიღო.

„პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო სასტიკი და არაპროვოცირებული ომი, ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა ნატო-ს. ამის ნაცვლად, მან გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ნატო კი უფრო ძლიერია, ვიდრე არასდროს“ – აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

მისივე შეფასებით, ნატოს ყველა წევრი უკრაინის მხარდამჭერია.

„ნატო-ს 30 მოკავშირე სრულად ერთგული და ჩართულია დემოკრატიული, დამოუკიდებელი უკრაინის მხარდაჭერაში. მსოფლიომ ნახა უკრაინელების ძლიერი გამძლეობა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჩანდა ერთობა ნატო-ს გულში. უკრაინის მხარდაჭერით, ჩვენ ასევე ვიცავთ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რაც არის გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველი. იმედი გვაქვს,  სენატი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის დახმარებას“ – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა გერმანიაში, საგარეო მინისტრების შეხვედრაზე.

მსგავსი თემები