ხურმა, რომელიც 6.5 ათას დოლარად გაიყიდა – რაშია მისი უნიკალურობა?

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იაპონიაში, აგრარულ ბაზარზე „ტენკაფუბუს“ იშვიათი ჯიშის ორი ხურმა 6,5 ათას დოლარად გაიყიდა.

ერთი ხურმის წონა 300 გრამია. ხურმის ამ ჯიშის გამოყვანას აგრონომებმა 11 წელი მოანდომეს. ამ ჯიშის ხურმა იმით არის უნიკალური, რომ ბრისეკის შკალის მიხედვით, ხილში შაქრიანობა 25 გრადუსია, როცა ჩვეულებრივ ხურმაში ეს მაჩვენებელი 15-16 გრადუსს არ აღემატება.

ხურმის მყიდველის ვინაობა კონფიდენციალურია. 

მსგავსი თემები