ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ ამოცანა აუცილებლად შესრულდება

რუსეთის პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს. მეტიც, როგორც პუტინი აცხადებს, დონბასსა და უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა აუცილებლად შესრულდება.

„უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასსა და უკრაინაში აუცილებლად შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის მშვიდობის გარანტია შევქმნათ“ , – ასეთია პუტინის გზავნილი.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა აღკვეთეს რეალური საფრთხე, რომელიც რუსეთისკენ მოედინებოდა.

„როდესაც რუსეთი კეთილგანწყობით, მეგობრულად, ძმურად მიუდგა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოვდიოდით იქიდან, რომ ეს იქნებოდა მეგობრული სახელმწიფო. , ახალ ისტორიულ პირობებში ისტორიული რუსეთის ტერიტორიებზე ანტირუსეთზე არავინ ფიქრობდა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ , – აცხადებს პუტინი.

მსგავსი თემები