ბრიტანეთი დასავლეთს მიმართავს, უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გაუგზავნონ

დიდი ბრიტანეთი უკრაინის მეგობარ ქვეყნებს მიმართავს, მორიგი მხარდაჭერა გამოიჩინონ და ომში მყოფ ქვეყანას შეიარაღებით დაეხმარონ. როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, საჭიროა სამხედრო თვითმფრინავები და სხვა მძიმე შეიარაღება.

„უკრაინის ბედი სასწორზეა.  თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, უამრავი შემდგომი უბედურება იქნება მთელ ევროპაში და საშინელი შედეგები მთელ მსოფლიოში. ჩვენ აღარასდროს ვიგრძნობთ თავს დაცულად. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პერსპექტივისთვის და გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის დასახმარებლად“, – აცხადებენ ბრიტანეთის საგარეო უწყებაში.

 

მსგავსი თემები