„ის აწარმოებს ტერორის, სისასტიკის კამპანიას“ – თეთრი სახლი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის სისასტიკეზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს,  ეს სისასტიკე მიმართულია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

„რუსეთმა დაიწყო ინტერვენციაზე, ომზე მეტი. ის აწარმოებს ტერორის, სისასტიკის, საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ის დარტყმები, რომლებიც ბოლო საათებში ვნახეთ ლვოვზე, კიევის გარეუბნებზე, ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, რისი თვითმხილველებიც გავხდით ბუჩაში, ეს არის რუსების მხრიდან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკის კამპანიის, ტერორის კამპანიის ნათელი რეალობა“ – აცხადებს  ნედ პრაისი.

 

მსგავსი თემები