„მარიუპოლში, ალყაში  მყოფი სამხედროები არ ჩაბარდებიან, მათ დახვრეტენ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„რასაც რუსები გააკეთებენ არის ის, რომ დახვრეტენ მათ ამიტომ ახლა რუსეთს არავინ ენდობა,“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის მოწოდებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტი ქვეყანა უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ დანებებისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტის თქმით, მარიუპოლი ალყაშია და სამხედროები ამ ეტაპამდე ოკუპანტის შემოტევებს იგერიებენ.

„ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან გაუშვან ყველა სამხედრო, თუ ისინი ჩაბარდებიან. მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ. იბრძვიან და იგერიებენ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და ამიტომ არის რთული და ტრაგიკული სიტუაცია, რადგან სამხედროებს არ სურთ დანებება. რასაც რუსები გააკეთებენ არის ის, რომ დახვრეტენ მათ, ამიტომ ახლა რუსეთს არავინ ენდობა. გვინდოდა დაჭრილების გაყვანა. ისიც კი დავგეგმეთ, რომ თურქეთი შუამავალი ყოფილიყო და დაჭრილები, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები მიგვეღო, მაგრამ, უარი მივიღეთ“ – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ 9 მაისის აღლუმისთვის ემზადება. რეპეტიციები უკვე დაიწყეს.

მსგავსი თემები