„მარიუპოლო არ დაცემულა“ – პენტაგონი

უკრაინაში ბოლო საათებში  მიმდინარე სისასტიკეს პენტაგონი აქტიურად აკვირდება. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს,  მარიუპოლი არ დაცემულა.

„ვაკვირდებით, ვხედავთ და გვაქვს ინფორმაცია საჰაერო თავდასხმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასსა და სამხრეთში. განსაკუთრებით აქტიურობაა მარიუპოლსა და მის მიმდებარედ. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, რუსეთის მზარდი აგრესიული ქმედებების მიუხედავად. მარიუპოლი არ დაცემულა, ის მედგრად დგას და იბრძვის“ – აცხადებს ჯონ კიბრი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლში უკრაინელი სამხედროები ალყაში მოაქციეს და სიცოცხლის სანაცვლოდ ჩაბარებას ითხოვენ.

„მარიუპოლში, ალყაში  მყოფი სამხედროები არ ჩაბარდებიან, მათ დახვრეტენ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

მსგავსი თემები