სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ შავი ზღვის ფსკერზეა

რუსული მხარე ოფიციალურად ადასტურებს, რომ რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა.

როგორც კრემლის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცეცხლმოდებული გემი ბუქსირით ხმელეთისკენ გადაჰყავდათ, თუმცა, მან ნავსადგურამდე ვერ მიაღწია.

„სარაკეტო კრეისერმა „მოსკვამ“ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ნავსადგურში ბუქსირებისას დაკარგა სტაბილურობა. ქარიშხლიან ზღვაში გემი ჩაიძირა”, – აცხადებენ რუსეთის თავდაცის უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ხომალდს გუშინ ხანძარი გაუჩნდა. რუსული მხარე აღნიშნულში უკრაინას ადანაშაულებს და იმუქრება, რომ კიევსაც დაარტყამს. ჩაძირული ხომალდი სწორედ ის ხომალდია, რომელიც უკრაინის კუნძულ „ზმეინის“ მიადგა და მესაზღვრეებს დანებება მოსთხოვა. მერე რაც მოხდა, მთელმა მსოფლიო გაიგო, რუსული ხომალდი „ერთი მიმართულებით“ გაუშვეს და ფრაზები „რუსკი კარაბლთან“ დაკავშირებით,   მსოფლიომ აიტაცა.

 

მსგავსი თემები