უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ჩამოასვენეს

დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა, ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. მებრძოლებს აეროპორტში პატივით დახვდნენ.

ადგილზე შეიკრიბნენ ოჯახის, წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები. მთელს პერიმეტრზე საქარველოსა და უკრაინის დროშები გამოფინეს და სანთლები აანთეს.

ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი უკრაინაში 9 აპრილს დაიღუპნენ. მათი გადმოსვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. რუსეთ-უკრაინის ომს ექვსი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დრომდე უკრაინაში რჩება კიდევ ერთი ქართველის ცხედარი, რომელიც 19 მარტს დაიღუპა. ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება მარიუპოლში აქტიური საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.

 

მსგავსი თემები