უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.
„საჰაერო განგაში გამოცხადდა. ყველას ვთხოვთ სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში“, – აცხადებენ კიევის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსული კრეისერი „მოსკოვა“-ზე ხანძრის გაჩენისა და გემის ჩაძირვის შემდეგ, რუსეთი უფრო გააქტიურდა და უკრაინას კიევზე დარტყმით დაემუქრა.