„თუ მედვედჩუკს რამე დაემართება, პასუხისმგებელი ზელენსკი იქნება“ – რუსეთი უკრაინას აფრთხილებს

რუსეთი დაკავებული უკრაინელი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის მდგომარეობით ძალიან შეწუხებულია. თუ ის ადრე აცხადებდა, რომ მედვედჩუკს რუსეთთან კავშირი არ აქვს და უკრაინელი ტყვეებში მის გაცვლის არ განიხილავენ ამჯერად კრემლისგან გაფრთხილებისა და თითის დაქნევის გზავნილები ისმის.

კერძოდ, რუსეთის დუმის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, პასუხისმგებელი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება.

“ზელენსკიმ ოპონენტს ხელბორკილები დაადო. აი ასეთია პოლიტიკური თავისუფლება უკრაინაში, მაგრამ აშშ და ევროკავშირი დუმს, თუ მედვედჩუკს რამე დაემართება, ამაზე პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს,” – აცხადებს ვოლოდინი.

ის თავად აღიარებს, რომ მედვედჩუკი მხარს უჭერს დამოუკიდებელი უკრაინისა და ნეიტრალური სახელმწიფოს მშენებლობას, ზელენსკი კი “აშშ-ის დაკრულზე ცეკვავს”.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ღალატისთვის ბრალდებული, შინაპატიმრობაში მყოფი  მედვედჩუკი 2 დღის უკან მაშინ დააკავეს, როცა უკრაინიდან გაქცევას ცდილობდა. ის ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ახლო წევრი და ნათესავია, რომელსაც პუტინი ზელენსკის შემცვლელად განიხილავდა.

„პოლიტიკურ ნაგავს ვცვლით გმირებში“ – უკრაინა მედვედჩუკის სანაცვლოდ ტყვეებს ითხოვს

მსგავსი თემები