რუსეთი ადასტურებს, რომ გემ „მოსკვაზე“ საბრძოლო მასალები აფეთქდა

შავ ზღვაში რუსული კრეისერი „მოსკოვი“ იწვის, რომელიც საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საბრძოლო მასალის მარაგი აფეთქდა. აფეთქების მიზეზი კი ხანძარი გახდა.

„კრეისერ „მოსკვას“ საბრძოლო მასალა გემზე ხანძრის შედეგად აფეთქდა. გემი სერიოზულადაა დაზიანებული. მთელი ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიება მიმდინარეობს,“- აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

კრეისერი „მოსკვა“ სწორედ ის ხომალდია, რომელიც უკრაინის ზმეინის კუნძულს მიადგა და მესაზღვრეებს დანებება მოსთხოვა. მესაზღვრეებმა კი ხომალდი „ერთი მიმართულებით“ გაგზავნეს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ფრაზა გახდა: „რუსკი კარაბლ იდი…“

მსგავსი თემები