„პოლიტიკურ ნაგავს ვცვლით გმირებში“ – უკრაინა მედვედჩუკის სანაცვლოდ ტყვეებს ითხოვს

უკრაინა, რუსეთის გასაგონად კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მათ „პოლიტიკური ნაგავი“ მედვედჩუკის სახით ქვეყანაში არ სჭირდებათ. ამიტომ, მზად არიან, ის რუსეთს უკრაინელი მებრძოლების სანაცვლოდ გადასცენ.

„ის, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის გავლენის აგენტი იყო. ის პუტინის ნათესავია. მისი ინტერესები ყოველთვის იყო ევროპასთან კავშირების დაწვა და რუსეთთან დაახლოება.  მის ინტერესებში არასდროს შედიოდა უკრაინა ევროკავშირის წევრი ყოფილიყო. ის გაიქცა შინაპატიმრობიდან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. მისი ცოლი კი ომამდე 1 კვირით ადრე გაიქცა ბელარუსში. ის პუტინის ინფრასტრუქტურის ნაწილია. ის გასამართლდება უკრაინის კანონმდებლობით. ამასთანავე, უკრაინა მზადაა, ის გაცვალოს ჩვენს ტყვეებში. ჩვენ ეს პოლიტიკური ნაგავი უკრაინაში არ გვჭირდება“ – აცხადებს სერგეი ლეშენკო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

კრემლი მედვედჩუკზე უარს ამბობს და არ მოჰყავს

 

მსგავსი თემები