„სკოლებში ნიღბის ტარების ვალდებულება არ უნდა მოიხსნას“ – ივანე ჩხაიძე

„არ ვფლობ ინფორმაციაა, იგეგმება თუ არა სკოლებში ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა, თუმცა, ბავშვებში, ისევე როგორ მოზრდილებში, რისკი  უცვლელი რჩება“ – აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარან“.

პროფესორის შეფასებით, საკლასო ოთახებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება.

„ნიღბის ტარების უფლება უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში, მათ შორის საკლასო ოთახებშიც, რადგან ეს არის სივრცე სადაც მიმდინარეობს ხანგრძლივი კონტაქტი. ახლო კონტაქტი და მათი უნიღბოდ ყოფნა აუცილებლად გაზრდის ინფიცირების რისკებს. რეგულაციების შემსუბუქება უნდა მიჰყვებოდეს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები