2 დღეში 100 000-მდე ვაქცინა გაფუჭდება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინების მიწოდებაში წყვეტა არ ექნება. როგორც პროფესორმამედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ვაქცინების გაფუჭება ძალიან დასანანია.

„პირველი აპრილიდან საქართველოში იქნება ახალი ვაქცინა, ახალი პარტია „ფაიზერის“. წყვეტა ვაქცინაციის პროცესში არ იქნება. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ მაინც დაგვრჩება ფაიზერის ვაქცინის გამოუყენებელი რაოდენობა. სრულად ათვისებას ვერ მოვახერხეთ. მაგრამ პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე ინფორმაციით, აცრის მაჩვენებელი თითქმის ნულამდეა, რაც შედეგზე ვერ გაგვიყვანს.

მსგავსი თემები