ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს სანქციების შესახებ ესაუბრა

კრემლის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ლუგანსკისა და დონბასის „დამოუკიდებლად“ აღიარების შემდეგ, ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონი საუბარი შედგა. ბაიდენმა მას ამერიკის მხრიდან დაწესებული სანქციების შესახებ ესაუბრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის ტელეფონით ისაუბრა, რომ დაედასტურებინა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაცრად დაგმო რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გადაწყვეტილება, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარების შესახებ… პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია შეერთებული შტატების პასუხის შესახებ, მათ შორის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული გეგმის შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უპასუხებს სწრაფად და გადამწყვეტად, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,“- აცხადებენ თეთრს სახლში.

ჯო ბაიდენი პუტინის მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის სანქციები დაუწესა

მსგავსი თემები