რუსეთმა ოკუპირებულ დონეცკში სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმა

დონეცკის მოსახლეობას უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა, რომ  არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ოკუპირებულ დონეცკში რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს.

სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დანაღმვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა.

“რუსეთის ამ გადაწყვეტილების მიზანია ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას და ტერორისტულ თავდასხმებში უკრაინის დადანაშაულების საფუძვლის შექმნას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები