ვირუსით 14 405 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 29,64%, ბოლო 14 დღის – 32,04%, ბოლო 7 დღის – 30,78%.

მსგავსი თემები